სამართალი
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

aqcia_mxardacheraდღეს, 13:00 საათზე, ბაგებში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობასთან მსჯავრდებულ იოსებ წიკლაურის მამა ზურაბ წიკლაური და მისი უფლებების დამცველი ადვოკატი ჯუმბერ მილორავა ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებთან ერთად პატიმრის მხარდამჭერ აქციას გამართავენ. საპროტესტო აქციის მიზანი 23 წლის იოსებ წიკლაურის სიცოცხლის გადარჩენაა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად წიკლაური ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში იმყოფება. მას ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმა და სეფსისი აქვს განვითარებული. პატიმრის მამის – ზურაბ წიკლაურისა და ადვოკატ ჯუმბერ მილორავას განმარტებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დასკვნის გაცემას აჭიანურებს, რომლის მეშვეობითაც პატიმარს შესაძლოა, სასჯელი გადაუვადდეს.

მედიაკავშირი „ობიექტივი“ საზოგადოებას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

 

საქინფორმი