საზოგადოება
როგორც საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი ზუგდიდიდან გვატყობინებს, 30 წლის წინათ ხობს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძემ საკრებულოს სხდომაზე წამოაყენა ინიციატივა – დაწესდეს ქალაქის დღე და ყოველ ზაფხულს აღინიშნოს ხობქალაქობა.
„ქალაქის დღის ზეიმით გავაცილოთ ცხელი ზაფხული და ახალი შემართებით, განახლებული ენერგიით, დადებითი ემოციებით დამუხტული შევუდგეთ ჩვენს საქმიანობას“, – აღნიშნა მამუკა ჭოხონელიძემ.
საკრებულოს წევრები მიესალმნენ საკრებულოს თავმჯდომარის ამ ინიციატივას.
ასე რომ, წელს პირველად აღინიშნება ხობქალაქობა, რომელიც მარიამობის დღესასწაულს ემთხვევა.
საქინფორმი