სამართალი
ცალკეული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზღვარი მცირდება

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. პროექტის მიხედვით, ცალკეული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზღვარი მცირდება.

შესაბამისი ცვლილებები „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შედის.

პროექტის მიხედვით, მცირდება შემდეგი ნარკოტიკული საშუალებების: ბუპრენორფინის, კოკაინის (ფუძე და მარილები), მარიხუანას (გამომშრალი, ნედლი), პსილოციბინის ან პსილოცინის შემცველი სოკოს ნებისმიერი სახეობის, ტეტრაჰიდროკანაბინოლების (ყველა იზომერი და მათი სტერეოქიმიური ვარიანტები) და ფსიქოტროპული ნივთიერებების – კეტამინისა და პრეგაბალინის განსაკუთრებით დიდი ოდენობების ზღვრები.