საზოგადოება
„მოხალისეთა ქარავანი“ – საქართველოში

qaravani-როგორც ახალგაზრდული ასოციაცია „დრონის“ მიერ საქინფორმისადმი გზავნილშია აღნიშნული,

ორგანიზაცია ევროპის კავშირის ფინანსური ხელშეწყობითა და პოლონელი მოხალისეების აქტიური ჩართულობით ახორციელებს პროექტ „მოხალისეთა ქარავანს“ EVS (European Voluntary Service – ევროპული მოხალისეობრივი სერვისი).

2011 წელი არის მოხალისეობის წელი ევროპაში. „ჩვენ ვართ ახალგაზრდების ჯგუფი პოლონეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა გამოცდილებით, მაგრამ საერთო მიზნით – ჩვენ გვინდა შევცვალოთ სამყარო ჩვენ ირგვლივ. შენ სულაც არ გჭირდება დიდი ძალისხმევა მნიშვნელოვანი და კეთილი საქმეების საკეთებლად“, – ნათქვამია კორესპონდენციაში.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს 7 ქალაქის შემოვლას და თავის ღონისძიებაში საზოგადოების სხვადასხვა ფენის აქტიურად ჩართვას.

„მოხალისეთა ქარავანი“ მიზნად ისახავს ქართველ ხალხში მოხალისეობის იდეის ჩანერგვას, განსაკუთრებით, ადგილობრივ დონეზე; ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას ლოკალურ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე; EVS -ს პოპულარიზაციას საქართველოს ახალგაზრდობაში; ინტერკულტურულ სწავლებას სხვადასხვა შემოქმედებითი ღონისძიებით;

ქართველ, პოლონელ და ევროპის კავშირის სხვა ქვეყნების საზოგადოებებს შორის კავშირის გაღრმავებას და მის მხარდაჭერას.

„მოხალისეთა ქარავანი“ საქართველოს ქალაქებში მოაწყობს აქტივობებს: ქუჩის ღონისძიებებს,

ვორქშოფებს, ფილმების ჩვენებას, ფლეშმობებს, ფორუმ-თეატრებს, ეკოლოგიურ ღონისძიებებს, რომლებიც, ძირითადად, მიზნად ისახავს მოხალისეობის მხარდაჭერას; ინტერკულტურულ აქტივობებს, ქუჩის მოქმედებებს, სხვადასხვა აქტივობას თავიანთი კულტურის გასაცნობად და მასში ჩართავენ ადგილობრივ მოსახლეობას.

ქარავნის ვიზიტის გეგმა საქართველოს ქალაქებში ასეთია:

ზუგდიდი – 1-3 სექტემბერი; ანაკლია – 3-5 სექტემბერი: ფოთი – 7 სექტემბერი; ბათუმი – 8-9 სექტემბერი; ქუთაისი – 10-11 სექტემბერი; ჭიათურა – 12 სექტემბერი; გორი – 13-14 სექტემბერი. თბილისი-15 სექტემბერი

პროექტი დასრულდება 15 სექტემბერს თბილისში ვიზიტით.

 

საქინფორმი