რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რუსულ-ქართული დარეგულირება - პროექტი დედლაინის გარეშე

   შეიძლება ჩაითვალოს, რომ საქართველოში 100-დღიანი „რევოლუცია“ დასრულდა? – ჰკითხა NEWS FRONT-ის კორესპონდენტმა  საქინფორმის მთავარ რედაქტორს, არნო ხიდირბეგიშვილს.

- რუსთაველის გამზირზე ისე დადიოდნენ, როგორც სამსახურში. მაგრამ მოვიდა ტრამპი და დახურა USAID, ფულის გარეშე კი ქართული ოპოზიცია "არ მღერის" - ისევე, როგორც რესტორანში არ მღერიან შაბაშის გარეშე. რაც მთავარია, უსახსრობის გამო დაიხურა „მთავარი“ ბორდელი. ახლა, როდესაც ისინი პერიოდულად მიიღებენ შეკვეთებს „რესტორნის სტუმრებისგან“, უპირატესად - უცხოელებისგან, შეასრულებენ შეკვეთილ სიმღერებს „დემოკრატიასა“ და „დაწყევლილ რუსებზე“. ივანიშვილი შეიძლება პოლიტიკოსი არ არის, მაგრამ ყველაზე უკეთ იცის მოღალატე ოპოზიციის ფასი, რომელიც ფულზე მშობელ დედასაც გაყიდის, რომ აღარაფერი ვთქვათ „დემოკრატიის იდეალებსა“ და სამშობლოზე!

- რატომ ვერ მიაღწია ოპოზიციამ წარმატებას? მა ხომ ბევრი ამომრჩეველი ჰყავდა - თუ არ ვცდები, 800 ათასამდე, მთელი დასავლეთი - ევროკავშირისა და აშშ-ს მხარდაჭერა ჰქონდა, სამ თვეზე მეტხანს მართავდ აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

- მრავალი მიზეზის გამო, რომელთაგან პირველი უკვე აღვნიშნე - ეს იყო მოღალატე, ჭრელი ბრბო. მეორე მიზეზი ქარიზმატული ლიდერის ნაკლებობაა. ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული ჯგუფების ლიდერები იმდენად ამაზრზენად გამოიყურებოდნენ, იმდენად კომპრომეტირებული, აგრესიული და გონებაჩლუნგები იყვნენ, რომ თავისიანებშიც კი უნდობლობას იწვევდნენ.  საავადმყოფოდან სააკაშვილის გაყვანაც კი არ უცდიათ, რომელსაც რამდენიმე მთვლემარე პოლიციელი იცავს, ძალაუფლებას როგორ აიღებდნენ ხელში?!

- სააკაშვილი რომ ჩასდგომოდა სათავეში რევოლუციას", წარმატებული იქნებოდა?

 - ავანტიურისტი სააკაშვილის ფაქტორით, რომელსაც ისევ მისიანებმა უღალატეს,  ამოქმედდებოდა სერიოზული ძალები - დაქირავებულები უკრაინიდან, ყოფილი "ძალოვნები" საქართველოში, რომლებმაც სერიოზულად არ აღიქვეს ოთხი "რადიკალური" ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი ვიგინდარები, რომელთაგან ერთი დე იურე სააკაშვილის პარტიაა, მაგრამ მის გარეშე არაფერს წარმოადგენს, მეორე, ექს-პრემიერ გახარიას პარტია კი იმთავითვე ასრულებდა ხელისუფლების საიდუმლო შეკვეთას, ანუ იყო „ტროას ცხენი“ ოპოზიციონერთა ბანაკში. ამიტომაც სერიოზულმა ბანდიტებმა გეების ამ ბუტაფორიულ რევოლუციას „ხელი არ მოაწერეს“. ოპოზიციის ფიასკოს კიდევ ერთი მიზეზი მისი უხეირო იდეოლოგიური დასაბუთებაა.

-რას გულისხმობ? ახალი არჩევნების მოთხოვნა „გაყალბებული ნაცვლად თუ ე.წ. "რუსული კანონები" გაუქმებას?

- არც ერთი "ლეგენდა" არ შეიძლება მთლიანად ეფუძნებოდეს 100-პროცენტიან სიცრუეს, უტყუარობისთვის იქ სიმართლის მარცვალი მაინც უნდა იყოს, როგორც ეს გააკეთა სააკაშვილმა. გახსოვთ? შევარდნაძის ხელისუფლების დამხობისას მან მოახდინა კორუფციის თემის პედალირება, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ ლაიტმოტივად იქცა, რადგან კორუფცია მართლაც ტოტალური იყო და ამან გამოხმაურება პოვა მასებში. დღეს ოპოზიციამ მოიტყუა, რომ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ არის რუსული კანონი, რომ ხელისუფლება არის პრორუსული, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი კრემლის ბრძანებებს ასრულებენ, რაც სრული სიცრუეა.

პირდაპირ გეტყვით - ვინც ივანიშვილსა და მის პარტიას რუსოფილიაში ადანაშაულებს, ან იდიოტია, ან - პროვოკატორი, ანდა პროპაგანდის მსხვერპლი. უფრო მეტიც, რამდენადაც ვიცი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ივანიშვილს ჰქონდა სამი შესანიშნავი შესაძლებლობა, დაემყარებინა ურთიერთობა რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან და აღედგინა დიპურთიერთობები რუსეთთან, ასევე ძალიან სერიოზულად წაეწია წინ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მაგრამ თავი შეიკავა. მენდეთ სიტყვაზე, მით უმეტეს, რომ დღეს ამაზე ლაპარაკი უკვე გვიანია.

- ბატონო არნო, დონალდ ტრამპი მეორედ გახდა აშშ-ს პრეზიდენტი, მეტწილად რუსეთსა და პუტინთან ურთიერთობების დარეგულირების დაპირებების წყალობით. და ის ასრულებს მათ. ბოლო დრომდე აშშ ითვლებოდა რუსეთის ნომერ პირველ მტრად და უკრაინაში აწარმოებდა „პროქსი-ომს“ მის წინააღმდეგ, როგორც სახელმწიფო მდივანმა რუბიომ განაცხადა, მაგრამ არასოდეს გაწყვავს დიპურთიერთობა რუსეთთან. თუ არ ვცდები, უკვე 17 წელია, რაც საქართველომ რუსეთთან დიპურთიერთობა გაწყვიტა, მაშ, რატომ უშვებს ხელიდან ივანიშვილი საქართველოსთვის სიკეთის კეთების შესაძლებლობას?

- ბიზნესმენი ივანიშვილი მილიარდერი გახდა და არ გაიზიარა რუსი კოლეგების სავალალო ბედი, რომელთაგან ბევრი მასზე გაცილებით მდიდარი იყო, თავისი წინდახედულებისა და სიფრთხილის წყალობით. ივანიშვილს შეცდომის დაშვების ეშინია. ბევრმა, ვინც მან ცამდე აიყვანა, პრეზიდენტებმა მარგველაშვილმა თუ ზურაბიშვილმა, ასევე ზოგიერთმა პრემიერ-მინისტრმა უღალატეს. ივანიშვილი ენდობა მხოლოდ შსს-ს და სუს-ის ხელმძღვანელებს, რომლებიც საგარეო პოლიტიკური პრობლემების გადაჭრაში ვერ დაეხმარებიან. ივანიშვილი ასევე ენდობა თავის ძმებს - ბიზნესმენებს, მათი ოჯახის წევრებს და კიდევ ორ ახლო ბიზნესმენს. მათთან ერთად, სანდო „ძალოვნებზე“ დაყრდნობით, ბიძინა ივანიშვილი შესანიშნავად აგვარებს ბიზნესსა და ფინანსებთან დაკავშირებულ ყველა კომერციულ საკითხს, რადგან დიდი ბიზნესი მისი სტიქიაა.

   რაც შეეხება პოლიტიკას: ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შესანიშნავი, ძალზე განათლებული პიროვნებაა, ინტელიგენტი, მაგრამ ივანიშვილ მარტო მასთან ერთად უფრთხის ოფიციალურ მოსკოვთან, სოხუმსა და ცხინვალთან კონტაქტების დამყარებას, რადგან წარუმატებლობის შემთხვევაში დამატებითი საბაბი არ მისცეს დასავლეთს და ოპოზიციას, რომ ის რუსოფილიაში დაადანაშაულონ. მაგრამ მათთან, ვინც მის შეხვედრას კრემლში რეალობად აქცევდა, კონტაქტი არ დაამყარა, რადგან არ მიუღია მოწონება მათგან, ვისაც ენდობა. ისინი უკვე ჩამოგითვალეთ.

- მაგრამ როდემდე გაგრძელდება ეს უცნაური ვითარება, როცა რუსეთში, სადაც ივანიშვილი ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესმენი იყო, როცა მის ბექგრაუნდს ეცნობი, ძნელი დასაჯერებელია, რომ ამდენ კომპანიას ფლობდა და მართავდა ერთი ადამიანი! – რუსეთთან, რომელიც ჩანს ფანჯრიდან და არა ოკეანის გადაღმა, ათასობით კილომეტრის მოშორებით, აშშ-ს მსგავსად; რუსეთთან, რომელთანაც საქართველო ვაჭრობს და ვისგანაც დღიურ პურს ყიდულობს, მაგრამ მაინც არ ელაპარაკება?!

- ივანიშვილს, ტრამპის მსგავსად,  შეუძლია ყველაფერი მკვეთრად შეცვალოს, თუმცა ახლა ის ელოდება ვითარების რადიკალურ ცვლილებას მსოფლიოში, წინსვლას, პირველ რიგში, უკრაინასთან დაკავშირებით - რით დასრულდება ომი, რამდენად დაიკავებს აშშ რუსეთის მხარეს. როგორი ურთიერთობები დამყარდება აშშ-სა და რუსეთს შორის და რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ევროპა. ივანიშვილი გადაწყვეტს იმოქმედოს იმის მიხედვით, თუ ვინ აღმოჩნდება უპირატეს მდგომარეობაში. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის და მისი გარემოცვა ამჟამად იმყოფებიან სანქციების ქვეშ, რომლებიც ჯერ არ მოუხსნიათ. მანამდე კი პრემიერ-მინისტრი კობახიძე საქმიან ვიზიტებს განახორციელებს ჩინეთსა და ირანში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, შუა აზიის რესპუბლიკებში და მათთან ურთიერთმომგებიან კონტრაქტებს გააფორმებს.

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დარეგულირების პროექტის საბოლოოდ დასამარება არ ღირს, მაგრამ ეს არის პროექტი დედლაინის, განხორციელების კონკრეტული ბოლო ვადის გარეშე.

ესაუბრა მაია ჯავახიშვილი - სპეციალურად NEWS RFONT-ისთვის

06.03.2025 წ.