აქტუალური
დიმიტრი პესკოვი: უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტით აშშ საუკეთესო წვლილს შეიტანს სამშვიდობო საქმეში

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტით აშშ საუკეთესო წვლილს შეიტანს სამშვიდობო საქმეში, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, აშშ საუკეთესო წვლილს შეიტანს სამშვიდობო საქმეში, თუ ის ნამდვილად შეწყვეტს უკრაინის დაფინანსებას, თუმცა ჯერჯერობით ამის შესახებ მედიაში ინფორმაცია მხოლოდ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება.

აშკარაა, რომ აქამდე აშშ იყო მთავარი მიმწოდებელი. აშშ თუ შეწყვეტს ან შეაჩერებს მიწოდებას, ეს ალბათ საუკეთესო წვლილი იქნება სამშვიდობო საქმეში“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზება უნდა მოიცავდეს რუსეთის მიმართ სანქციების მოხსნას, თუმცა, მისივე თქმით, ჯერ ასეთი გეგმა არ არსებობს.

რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე თუ ვსაუბრობთ, მაშინ ისინი უნდა გათავისუფლდნენ ე.წ. სანქციების ამ ნეგატიური ტვირთისგან“,- განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, სააგენტო „როიტერი“ თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა.