საზოგადოება
მუხურას ახალი სკოლა ექნება

Muxuraტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ საბაზო სკოლას აშენებს. სკოლის ყოფილი შენობა გასულ საუკუნეში დაიწვა, მოსწავლეები რამდენიმე ათეული წელია, კოლმეურნეობის ძველ, სწავლისთვის სრულიად შეუფერებელ გარემოში სწავლობდნენ. ხის ახალი შენობა 70 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, ამ ტიპის სკოლა მორგებული იქნება  გარემოზე და სრულიად კომფორტული და თანამედროვე –  სწავლისთვის.

მუხურას სკოლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, შენობა უკვეგადახურეს, ამჯერად მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, სკოლა ახალი სასწავლო წლიდან შეუდგება ფუნქციონირებას. საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე წელს სულ 271 საჯარო სკოლაში განხორციელდა სრული რეაბილიტაცია.

 

საქინფორმი