სამართალი
საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც [ აფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები] ჩატარდა, - ამის შესახებ ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში განაცხადეს.
„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო სამართლის მიერ. რაც შეეხება ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც გაიმართა საქართველოს ოკუპირებულ, სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში, ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ის ჩატარდა. ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას”, - აცხადებენ ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში.