საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უშვებს შესაძლებლობას, რომ ბირთვული იარაღი ევროპელი მოკავშირეების ტერიტორიაზე განათავსოს. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა le Figaro-სთან ისაუბრა.
მაკრონმა განაცხადა, რომ მზად არის, ევროპელ პარტნიორებთან ბირთვული შეკავების საკითხზე თანამშრომლობა გააღრმაოს.
მისი თქმით, საფრანგეთი დათანხმდება, განათავსოს თავისი ბირთვული იარაღი პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიაზე, მათ შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით, რათა შეცვალოს შეერთებული შტატები, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს განლაგებული ევროპაში.
„ისინი, ვისაც ჩვენთან დიალოგის გაღრმავება სურს, საჭიროების შემთხვევაში, შეკავების წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ. ეს გაცვლა ხელს შეუწყობს ევროპელებს შორის რეალური სტრატეგიული კულტურის განვითარებას“, – თქვა მაკრონმა.
მისი განცხადებით, საფრანგეთის ბირთვული დოქტრინა არ იცვლება.
1tv.ge