საზოგადოება
ცხინვალში პრეზიდენტს 13 ნოემბერს ირჩევენ

vibori5სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნებს 13 ნოემბერს გამართავს. შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტი იქაურმა პარლამენტის პრეზიდიუმის წევრებმა 16 აგვისტოს მიიღეს.

გადაწყვეტილებას ადგილობრივი პარლამენტი ოთხშაბათს დაამტკიცებს.

საქინფორმის მკითხველებს შევახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის ლიდერ ედუარდ კოკოითის მესამე ვადით კენჭისყრის უფლება არ გააჩნია.

საპრეზიდენტო არჩევნების ეს ვადა მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც გასულ კვირას გამოცხადდა, რომ  რეგიონი 13 ნოემბერს რეფერენდუმს გამართავს იმასთან დაკავშირებით, გახდეს თუ არა რუსული ენა, ოსურთან ერთად, სახელმწიფო ენა.

 

საქინფორმი