სამართალი
პოლონური მედია: ბაიდენის ადმინისტრაციის დროს USAID-ი მილიონობით დოლარს ხარჯავდა პოლონეთში სამთავრობო პარტიისთვის ძირის გამოსათხრელად და მემარცხენე პოლიტიკის ხელშეწყობისთვის

 საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. ბაიდენის ადმინისტრაციის დროს USAID-ი მილიონობით დოლარს ხარჯავდა პოლონეთში სამთავრობო პარტიისთვის („კანონი და სამართლიანობა“) ძირის გამოსათხრელად და მემარცხენე პოლიტიკის ხელშეწყობისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული მიემართებოდა პოლონური ჯგუფების დასაფინანსებლად. აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმაც გააზიარა სოციალურ ქსელში.

პოლონური მედია წერს, რომ USAID-ის გრანტებით დააფინანსეს აქტივისტების ჯგუფები, პროგრესული პოლიტიკის გამტარებელი მედიები, როგორიცაა TV Republika, და კონსერვატიული მედიის ჩახშობის მცდელობები.

ჟურნალისტურმა გამოძიებამ ასევე გამოავლინა პროლგბტ აქტივობის დაფინანსება. ასევე, USAID-მა დააფინანსა კამპანია, რათა მომხდარიყო პოლონური საზღვრების უსაფრთხოების დისკრედიტაცია. პოლონური მედიის თანახმად, USAID, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ აფინანსებდნენ ორგანიზაციებს, რომლებმაც ხელი შეუშალეს პოლონეთის დაცვას რუსეთის და ბელარუსის საზღვართან. ასევე იბრძოდნენ პოლონეთის მაშინდელი მთავრობის წინააღმდეგ და მას არადემოკრატიულს უწოდებდნენ.

გავრცელებული ცნობით, მათვე გაუწიეს მხარდაჭერა იმ ადამიანებს, რომლებიც ამერიკულ პრესაში „დამნაშავე“ იაროსლავ კაჩინსკის დასჯას მოითხოვდნენ.