საზოგადოება
თბილისში დიოდური შუქნიშნები დამონტაჟდა

SuqniSani-1თბილისში გმირთა მოედნის გზაჯვარედინზე დამონტაჟდა  თანამედროვე ტიპის ევროპული წარმოების  დიოდური შუქნიშნები, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა, ქალაქში დამონტაჟებულ  შუქნიშნებთან შედარებით, სამჯერ ნაკლებია. ობიექტი აღჭურვილია თანამედროვე ტიპის მართვის სისტემით და ექვსი ვიდეოდეტექტორით, რაც უზრუნველყოფს გამტარუნარიანობის გაზრდას; შეუფერხებელ მოძრაობას; შუქნიშნის წითელ სიგნალზე ლოდინის ხანგრძლივობის შემცირებას.

აღნიშნული სისტემის ფუნქციონირების შედეგად ქალაქში შემცირდება მანქანების წითელ სიგნალზე ლოდინის დრო, შესაბამისად, გამონაბოლქვის რაოდენობა; გაიზრდება მოძრაობის უსაფრთხოების პირობები.

წლის ბოლომდე მსგავსი შუქნიშნები ჭავჭავაძის გამზირზეც დამონტაჟდება, სადაც სარემონტო-სამუშაოებზე  50 ადამიანი დასაქმდება. აღნიშნული ობიექტები ჩაერთვება ერთიანი მართვის ცენტრში.

 

საქინფორმი