უამინდობის გამო საქართველოს რკინიგზა კიდევ რამდენიმე რეისს აუქმებს
საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. უამინდობის გამო მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი უქმდება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ დიდთოვლობის გამო უქმდება შემდეგი რეისები: 25 თებერვალი: №804 თბილისი-ბათუმი; №801 ბათუმი-თბილისი; №874 თბილისი-ფოთი; №869 ზუგდიდი-თბილისი. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს რკინიგზამ უამინდობის გამო მატარებლების რამდენიმე რეისის გაუქმების შესახებ რამდენიმე საათის წინაც გაავრცელა ინფორმაცია.