აქტუალური
ფულადი გზავნილების ნაკადები ივლისში

gzavnსაქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2011 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 99.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 165.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 18.4 მლნ აშშ დოლარით (16.3 მლნ ლარით), ანუ 22.7 პროცენტით მეტია 2010 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (10.5 მლნ აშშ დოლარით, ანუ 8.9 მლნ ლარით), საბერძნეთიდან (2.7 მლნ აშშ დოლარით, ანუ 3.8 მლნ ლარით), იტალიიდან ( 2.5 მლნ აშშ დოლარით, ანუ 3.5 მლნ ლარით), ინდოეთიდან (1.2 მლნ აშშ დოლარით, ანუ 1.9 მლნ ლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.3 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 91.6 პროცენტი მოდიოდა.

 

საქინფორმი