სამართალი
„მთავარი პრობლემა არის ტოტალური უმუშევრობა. ფოთსაც კი, სადაც თითქოს პორტი გაიყიდა, ინვისტიციები უნდა შემოსულიყო, სადაც არაბი ინვესტორები შემოიყვანეს, იგივე პრობლემები აწუხებს, რაც სამეგრელოს, გურიას და ნებისმიერ სოფელს თუ ქალაქს – არ არის სამუშაო ადგილები. ფოთის პორტის ინვესტორს აქ არაფერი ჩაუდია. ინვესტიცია მხოლოდ ქაღალდზე დარჩა, ხალხი კი კვლავ მოტყუებულია. ხელისუფლება არაფერს აკეთებს მეთევზეობის განსავითარებლად. უამრავი მეთევზე სახლშია და ელოდება, როდის მოვა უკეთესი დრო. უკეთესი დრო კი მაშინ დადგება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ შეიცვლება“, – განაცხადა ალასანიამ ფოთში გამართული შეხვედრისას.
საქინფორმი