საზოგადოება
გამოთხოვება აკადემიკოს შოთა ნადირაშვილთან

nadiraSviliქართველ მეცნიერს, ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენელს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრს, აკადემიკოს შოთა ნადირაშვილს დღეს სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და დიდუბის საზოგადო მოაღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

შოთა ნადირაშვილი ზოგად, პედაგოგიურ და სოციალურ ფსიქოლოგიაში მუშაობდა. იგი 12 მონოგრაფიისa და 250-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია.

შოთა ნადირაშვილი გახლდათ დიმიტრი უზნაძის სახელობის პრემიის ლაურეატი; ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ამერიკის საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელთა საბჭოს წევრი; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი საბჭოს წევრი; ფსიქოლოგთა საერთაშორისო კონგრესებზე (გერმანია, საფრანგეთი, ავსტრალია, მექსიკა) განწყობის ფსიქოლოგიის სიმპოზიუმების თავმჯდომარე; მრავალი საერთაშორისო ფსიქოლოგიური ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი; დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (1985-2006წწ.).

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ კოლექტივი თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

 

საქინფორმი