პოლიტიკა
„ლეიბორისტების“ ინფორმაციით, პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე მიცვალებულის კრემაციის წესის შემოღებას გეგმავს

kremaciaროგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, გადაწყვეტილია, რომ მიცვალებულების მიწის მიბარების წესი შეიცვალოს კრემაციით, რაც ქრისტიანობას ეწინააღმდეგება.

შატბერაშვილის განცხადებით, თბილისის მასშტაბით უკვე ამოქმედებულია ნორმა, რომლის მიხედვითაც, მიცვალებული სამი დღის შემდეგ უნდა დაიკრძალოს. მისი მტკიცებით, იკრძალება ბალზამირება და თუ მესამე დღეს არ დაკრძალავენ მიცვალებულს, ჭირისუფალს 1000-იდან 2000 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს.

 

საქინფორმი