აქტუალური
რუსეთი თავის ბაზარზე „ბორჯომის“ დაბრუნების საკითხს განიხილავს

borjomiiiრუსეთის ფედერაციის სანიტარიული უწყება „როსპოტრებნადზორი“ რუსეთის ბაზარზე ქართული მინერალური წყლის – „ბორჯომის“, დაბრუნების საკითხს განიხილავს.

„როსპოტრებნადზორის“ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სანიტარიულ უწყებაში შესულია განაცხადი რუსეთის ფედერაციაში „ბორჯომის“ მიწოდების აღდგენის შესახებ.

„რუსეთში „ბორჯომის“ შეტანის შესახებ საკითხი ამჟამად განიხილება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ უკვე გააკეთა განცხადება, რომ „ბორჯომი“ და ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ მათი ხარისხი რუსულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად ვინ შეიტანა „ბორჯომის“ რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესახებ განაცხადი. ამ დროისთვის ქართულ მხარეს შესაბამისი განცხადება არ გაუვრცელებია.

 

საქინფორმი