პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: „სამუშაო ადგილების მხოლოდ ქაღალდზე შექმნა უნდა დასრულდეს!“

iraaaaaaaaaaროგორც საქინფორმს „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის ლიდერები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს კვლავ განაგრძობენ.

ირაკლი ალასანია ამჯერად ჩხოროწყუს რაიონის მცხოვრებთ შეხვდა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა სოფლები ლესიჭინე, ხაბუმე და მუხური მოინახულა და ადგილობრივებს სხვადასხვა პრობლემაზე, მათ შორის, დასაქმებაზე ესაუბრა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებები რომ არ სრულდება, ეს ყველა რაიონში კარგად ჩანს. უმუშევრობა ქვეყნის განუკურნებელი სენი გახდა და ამ დაავადებას მანადე ვერ ვუმკურნალებთ, ვიდრე მმართველი პარტია არ შეიცვლება, რადგანაც ხელისუფლება, ბიზნესის ხელშეწყობის ნაცვლად, პირიქით – ყველანაირად ავიწროებს მას. სამუშაო ადგილების მხოლოდ ქაღალდზე შექმნა უნდა დასრულდეს!“ – განაცხადა ალასანიამ ჩხოროწყუს ცენტრში მოსახლეობასთან შეხვედრისას.

 

საქინფორმი