აქტუალური
სპეციალისტებმა მულახის თემში მინის საწარმოც აღმოაჩინეს, რომელიც დასავლეთ საქართველოში პირველია. აღმოჩენა ძველი წელთაღრიცხვით I საუკუნით თარიღდება. აქვე აღმოჩნდა მინის ფერადი მძივები, რომელთა შემადგენლობაში ადგილობრივი მინერალებია, რაც იმას მოწმობს, რომ მძივი მესტიაშივეა დამზადებული.
არქეოლოგიური აღმოჩენა მესტიაში ამით არ დასრულებულა, სოფელ იფარში არქეოლოგების ჯგუფმა გვიანი ბრინჯაოს ხანის სამაროვნები და ნამოსახლარი აღმოაჩინა. ამ პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები არათუ სვანეთისთვის, არამედ კოლხეთის დაბლობისთვისაც იშვიათია.
არქეოლოგიური ექსპედიცია ზვიად კვიციანის ხელმძღვანელობით გათხრების განახლებას შემოდგომისთვის გეგმავს. ჯგუფი ამჟამად ექსპედიციისთვის საჭირო თანხების მოძიებითაა დაკავებული.
საქინფორმი