სამართალი
„ქართულ პარტიას“ უგულავასა და შაშკინის უწყებების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

sarcheliiროგორც საქინფორმს „ქართული პარტიის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი სოფიო ხორგუანი თბილისის მერიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების უგულებელყოფაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, „ქართული პარტია“ ამ ორ უწყებას კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის სასამართლოში უჩივლებს და ამ გზით შეეცდება მათგან საჯარო ინფორმაციის მიღებას.

„ჩვენ მივმართეთ  დედაქალაქის მერიას, მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, რა ქონებას ეხება საქმე ბოტანიკური ბაღის მერიისთვის გადაცემის შემთხვევაში და მმართველობის რა ფორმით გადაეცა მას ეს ქონება. განათლების სამინისტროსგანაც ვითხოვდით საჯარო ინფორმაციას, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მან, როდესაც დაფინანსება შეუწყვიტა  6 სამეცნიერო ინსტიტუტს, მათ შორის, ბოტანიკის ინსტიტუტს. სამწუხაროდ, არც ერთმა ამ უწყებამ პასუხი არ გაგვცა, საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა და ამით კანონი დაარღვია. ამიტომ „ქართული პარტია“ შეეცდება, ეს ინფორმაცია სასამართლოს გზით მოიპოვოს“, – აცხადებს ხორგუანი.

 

საქინფორმი