აქტუალური
მთავრობის შემოჭერილი ქამრები – ციფრებში გამოხატული

qamari2პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე  2011 წლის პირველ კვარტალში (სამ თვეში) ხელფასის სახით გაიცა 578 506 ლარი, ხოლო პრემიის სახით – 281 155 ლარი. საქართველოს მთავრობის კანცელარიის თანამშრომლებისთვის კი 2001 წლის პირველ კვარტალში თანამდებობრივი სარგოს სახით გაიცა 500 334 ლარი, პრემიის სახით კი – 207 054 ლარი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც ცხრა ორგანიზაციას აერთიანებს, ხელფასის სახით გასცა 8 698 949 ლარი, პრემიის სახით –1 096 185 ლარი.

ფინანსთა სამინისტრომ ცენტრალური აპარატის თანამშრომლებზე ხელფასის სახით გასცა 1297280 ლარი, სისტემის თანამშრომლებზე – 12287908 ლარი, პრემიის სახით გაცემულ დანამატზე კი ინფორმაცია არ არის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ხელფასების სახით 1005651 ლარი გაიღო, პრემიალური დანამატის სახით – 11910 ლარი.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ხელფასის სახით 1 691 570 ლარი გასცა, პრემიის სახით – 263 201 ლარი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელფასებისთვის 973915 ლარი გაიცა, პრემიებზე – 286395 ლარი. აქვე მითითებულია საკლასო ჩინის დანამატიც 6540 ლარის ოდენობით.

კულტურის სამინისტრომ ხელფასის სახით გასცა 366399 ლარი, ხოლო პრემიის სახით –155440 ლარი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხელფასის სახით გაიცა 358 987 ლარო. პრემიის სახით – 20 300 ლარი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებმა  ხელფასის სახით – 339 315 ლარი, პრემიის სახით კი 140 174 ლარი მიიღეს. ამავე სამინისტროს სისტემის თანამშრომლებზე ხელფასის სახით – 1 397 822 ლარი, პრემიის სახით კი 376 433 ლარი გაიცა.

ინფორმაცია  2011 წლის პირველი კვარტლის (სამი თვის) განმავლობაში გაცემული თანამდებობრივი სარგოებისა და პრემიების შესახებ  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ საჯარო უწყებებიდან იქნა გამოთხოვილი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მხოლოდ პირველი კვარტლის მონაცემებია, წლის ბოლომდე კი ეს თანხა გაოთხმაგდება. ამა თუ იმ სამინისტროს რიგითი თანამშრომლების ინფორმაციით, პრემიები მხოლოდ მინისტრებს, მათ მოადგილეებსა და დეპარტამენტების უფროსებს ერიცხება. აქედან გამომდინარე, ცხადა, რომ მაღალჩინოსნებს ქამრების შემოჭერა სულაც არ უცდიათ.

საქინფორმი