საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებებს შორის მოსალოდნელი კონსულტაციები
რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის კონსულტაციების შესაძლო გამართვის შესახებ რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელ გივი შუღაროვსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს მე-4 დეპარტამენტის დირექტორ ალექსეი პავლოვსკის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შვეიცარიის მხარის თანდასწრებით, მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციისა და თბილისში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ნორმალური და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით კონსულტაციების ჩატარება შესთავაზა.
საქინფორმი