პოლიტიკა
„ბოლო დროს მიღებული ცნობილი კანონის თანახმად კი, როგორ ისჯება პოლიციელის შეურაცხყოფა, ყველასთვის ცნობილია. ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ხელისუფლება დიდი ხანია, აწარმოებს ჩემი ოჯახის წინააღმდეგ და ეს ყველაზე ნათლად მიმდინარე წლის 26 მაისს გამოჩნდა, როცა ხელისუფლება დილიდან ცდილობდა, გაევრცელებინა ინფორმაცია, რომ ანზორ ბიწაძე მართავდა იმ მანქანას, რომელმაც თითქოსდა პოლიციელი გაიტანა“, – აცხადებს ოპოზიციონერი ლიდერი.
ამასთან, როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, არსებობდა ასობით მოწმე, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ანზორ ბიწაძე საჭესთან არ მჯდარა, თუმცა დაკავებულ მძღოლებზე მიდიოდა უპრეცედენტო ზეწოლა, რათა ეღიარებინათ, რომ საჭეს ანზორ ბიწაძე მართავდა, რის სანაცვლოდაც მათ სამართალდამცველები უპირობო გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ.
საქინფორმი