სამაუწყებლო მედიიდან მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა 2010 წელს 76.25 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან 69.27მილიონი ლარი სატელევიზიო, ხოლო 6.98 მილიონი ლარი რადიო მაუწყებლობაზე მოდიოდა, – ნათქვამია ანგარიშში.სამაუწყებლო მედიის შემოსავლის ძირითად წყაროს რეკლამა წარმოადგენდა; სატელევიზიო რეკლამიდან შემოსავალმა 53.85 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო რადიორეკლამიდან შემოსავალმა – 3,84 მილიონი ლარი.ყველაზე მეტი შემოსავალი ტელევიზიებმა რეკლამიდან 2010 წლის მეორე კვარტალში მიიღეს – 20.5 მილიონი ლარი, რაც, სავარაუდოდ, მაისში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებით იყო განპირობებული. ჩვეულებისამებრ, არჩევნების წინ ფასები პოლიტიკურ სატელევიზიო რეკლამაზე ათჯერ იზრდება ორ ყველაზე ყურებად ნაციონალურ არხზე – „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“.ანგარიშის თანახმად, ტელევიზიებმა სპონსორობიდან 4.4 მილიონი ლარი მიიღეს; რადიო მაუწყებლებმა კი – 1.9 მილიონი ლარი სპონსორობიდან, ხოლო 935,625 ლარი შემოწირულობიდან მიიღეს 2010 წელს.მობილური აბონენტების რაოდენობა 2010 წელს პირველ კვარტალში არსებული 3.6 მილიონიდან 2010 წლის ბოლოს 3,98 მილიონამდე გაიზარდა.
მობილური აბონენტების სიმკვრივემ 89.7 პროცენტი შეადგინა, – ნათქვამია ანგარიშში. აბონენტთა რაოდენობა აქტიური შIM ბარათების რაოდენობით განისაზღვრება. 2010 წლის ბოლოსთვის კომპანია „ჯეოსელი“ ბაზრის ლიდერი იყო 44.3-პროცენტიანი საბაზრო წილით; შემდეგ მოდის კომპანია „მაგთიკომი“ 40 პროცენტით; კომპანია „ბილაინის“ საბაზრო წილი 2010 წლის დასაწყისში არსებული 13 პროცენტიდან 15.4 პროცენტამდე გაიზარდა წლის ბოლოს.უკვე მეორე წელიწადია, მობილური სატელეფონო მომსახურების გაწევიდან შემოსავალი ეცემა და 2010 წელს მან 532 მილიონი ლარი შეადგინა. ერთი აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავალი 2010 წლის მეოთხე კვარტალში „შესამჩნევად შემცირდა“, რის განმაპირობებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც 2010 წლის 1 სექტემბრიდან აქციზის შემოღება იყო.„ჯეოსელი“ შემოსავლების თვალსაზრისითაც ლიდერობს – 245.28 მილიონი ლარი; შემდეგ მოდის „მაგთიკომი“ – 227.68 მილიონი ლარი და „ბილაინი“ – 58,85 მილიონი ლარი.
ანგარიშის თანახმად, 2010 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მობილური აბონენტების გამავალი ტრაფიკი; კერძოდ, პირველ კვარტალთან შედარებით, მეოთხე კვარტალში 38%-ით გაიზარდა. ზრდა, უმთავრესად, ჯეოსელის ხარჯზე მოხდა.2010 წლის მეოთხე კვარტალში მობილურიდან ინტერნეტით 789,000 აბონენტმა ისარგებლა. მობილური ინტერნეტმომსახურებით მიღებულმა შემოსავალმა 2010 წელს 15 მილიონი ლარი შეადგინა.„მაგთიკომის“ აბონენტები ყველაზე აქტიური ინტერნეტმომხმარებლები გამოდგნენ, რის შედეგადაც კომპანიამ 2010 წელს 8.9 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო; შემდეგ მოდის „ჯეოსელი“ – 5.1 მილიონი ლარი და „ბილაინი“ – 1 მილიონი ლარი.
ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობა 2010 წლის პირველ კვარტალში არსებული 238,000-დან მეოთხე კვარტალში 300,050-მდე გაიზარდა. სექტორის მთლიანმა შემოსავალმა 80.2 მილიონი ლარი შეადგინა. მაჩვენებლის გამოანგარიშება ამ მომსახურების აბონენტთა რაოდენობის საფუძველზე ხდება, თუმცა საქართველოში ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც, მაგალითად DშL-ის მომსახურების ერთ პაკეტს რამდენიმე ოჯახი იყოფს.ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტთა 90 პროცენტი (გარდა ჩDMA/EVDO ტექნოლოგიების მომხმარებლებისა) ხუთ დიდ ქალაქშია თავმოყრილი: თბილისი (176,675 აბონენტი); ბათუმი (15,882); ქუთაისი (12,574); რუსთავი (10,873) და ფოთი (3,917).
„სილქნეტი“ ბაზრის ლიდერი გახდა 42.6-პროცენტიანი საბაზრო წილით. შემდეგ მოდის „კავკასუს ონლაინი“ – 31.1 პროცენტი, „მაგთიკომი“ – 14.5 პროცენტი და „ახალი ქსელები“ – 4.7 პროცენტი. დანარჩენს, ანგარიშის თანახმად, 26 ინტერნეტპროვაიდერი იყოფს.
თუმცა, შემოსავლების თვალსაზრისით, 2010 წელს „კავკასუს ონლაინი“ ლიდერობდა, რომლის შემოსავლებმაც 32.18 მილიონი ლარი შეადგინა; შემდეგ მოდის „სილქნეტი“ – 30.14 მილიონი ლარი; „მაგთიკომი“ – 5.9 მილიონი ლარი; „ახალი ქსელები“ – 4 მილიონი ლარი.
ფიქსირებული სატელეფონო ქსელის, როგორც სადენიანი, ისე უსადენო, აბონენტების რაოდენობა 1.1 მილიონამდე გაიზარდა, რაც, ძირითადად, უსადენო ფიქსირებული სატელეფონო ქსელის აბონენტების ზრდის ხარჯზე მოხდა. სექტორის მთლიანმა შემოსავლებმა 2010 წელს 121.8 მილიონი ლარი შეადგინა.ფიქსირებული სადენიანი ქსელის აბონენტების რაოდენობით „სილქნეტი“ ლიდერობს – 61,8 პროცენტი. შემდეგ მოდის „ახალი ქსელები“– 19.6 პროცენტი.უსადენო ფიქსირებული ქსელის ლიდერია კომპანია „მაგთიკომი“, რომლის წილიც ბაზრის 87 პროცენტია. შემდეგ მოდის კომპანია „სილქნეტი“.
საქინფორმი