საზოგადოება
საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
უილსონი აცხადებს, რომ უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
„მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – წერს უილსონი.
სამართალდამცველებმა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.