პოლიტიკა
საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი კომისია საბოლოოდ დაკომპლექტდა

eklesსაქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ ეს იყო მეორე სამუშაო შეხვედრა.

„პირველ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნებოდა ოთხი კომისია. დღევანდელ შეხვედრაზე დავამტკიცეთ კომისიის წევრები. შევთანხმდით, რომ ერთად შევიმუშავებთ დებულებებს. დებულებას მთავრობა სექტემბრის დასაწყისში დაამტკიცებს, ხოლო 15 სექტემბერს ოთხივე კომისიის შეხვედრები ჩატარდება. დარწმუნებული ვარ, ამ კომისიების მუშაობა ძალიან შედეგიანი იქნება“, – აღნიშნა პრემიერმა გილაურმა.

როგორც ცნობილია, საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის 19 ივლისს გაიმართა. კომისიას კოორდინირებას ნიკა გილაური უწევს. კომისია სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს. კერძოდ: ქართული ეკლესიის სტატუსი საერთაშორისო არენაზე და საზღვარგარეთ; ქონების განსაზღვრა; შენობა-ნაგებობებისა და კულტურული ძეგლების განსაზღვრა და მონიტორინგი.

 

საქინფორმი