პოლიტიკა
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია მარტვილის რაიონის მცხოვრებთ შეხვდა. ოპოზიციონერმა ლიდერმა მარტვილის ცენტრში რამდენიმე შეხვედრა გამართა. გარდა ამისა, მოინახულა სოფლები მუხურჩა, სალხინო და თამაკონი.
„უმუშევრობა აქ, როგორც მთელ საქართველოში, მთავარი პრობლემაა. სააკაშვილის მიერ ხელდასხმულმა გოროზიების კლანმა მარტვილში სივრცე არ დაუტოვა მცირე და საშუალო ბიზნესს. მათ ყველაფრის კონტროლი სურთ. კლანური მართვა უნდა დასრულდეს მარტვილშიც და ყველა სხვა რაიონშიც!“ – განაცხადა ალასანიამ.
დღეს ის ზუგდიდის რაიონის მოსახლეობას შეხვდება.
საქინფორმი