საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. წლებია, „ფეისბუქის“ მთავარი ცენზორები „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების თანაშემოქმედები და შემდეგ ენჯეოსექტორში შეფარებული პროპაგანდისტები სერგი კაპანაძე (FactCheck) და თამარ კინწურაშვილი (MythDetector) არიან. დღეს „ფეისბუქმა“ აღიარა, რომ მათთვისაც „ნათელი გახდა, ორგანიზაციები ფაქტების შემოწმებისას პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „ახლა უკვე ყველასთვის ნათელია, რა სქემით აქციეს „ფეისბუქი“ საქართველოს მოსახლეობის აზრის მანიპულირების მთავარ იარაღად“.
„აღმოჩნდა, რომ ამ „ენჯეოებში“ უცხო ხელისუფლებების მიერ ჩასხმული მილიონები, რომელსაც ასე ღიად გვამადლიან, საბჭოთა სტილის პარტიულ ცენზურაში დახარჯული ფული იყო და „ფეისბუქი“ ამ მანკიერ სისტემას აუქმებს.
ამ აღიარებით ახლა უკვე ყველასთვის ნათელია, რა სქემით აქციეს რადიკალურმა ოპოზიციამ, მათმა „ენჯეოებმა“ და დამფინანსებლებმა „ფეისბუქი“ საქართველოს მოსახლეობის აზრის მანიპულირების მთავარ იარაღად“, – წერს შალვა პაპუაშვილი.