სამართალი
გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა

 საქართველო, 6 იანვაი, საქინფორმი. გალის რაიონის სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს ხუთი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.

შემთხვევა 5 იანვარს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ, რომელიც ხანძარს გადაურჩა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ხანძარი შეშის ღუმლის დანთებისას გაჩნდა.