საზოგადოება
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერების შეხვედრა ისტორიული ჰერეთის მოსახლეობასთან

Tavisufali

როგორც საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის ლიდერებმა კახა კუკავამ, ბეჟან გუნავამ და გიური ცანავამ კახეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებთან ერთად ისტორიული ჰერეთის (საინგილოს) მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს კახში, წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში.

მოსახლეობასთან საუბრისას განხილულ იქნა აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების სოციალური პრობლემები, მათ შორის, ქართული ენის, განათლებისა და  კულტურის განვითარების შესაძლებლობები.

„თავისუფალი საქართველო“ გამოვიდა ინიციატივით, რომ  შემოღებულ იქნეს ორმაგი მოქალაქეობის გამარტივებული წესი, რათა ამ ადამიანებმა და უცხო ქვეყანაში მცხოვრებმა ყველა ქართველმა საქართველოსთან კავშირის შენარჩუნება შეუფერხებლად მოახერხოს.

 

საქინფორმი