პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის ტკივილი, რაც ოკუპირებული გალის რაიონში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა

 საქართველო, 6 იანვაი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ირაკლი კობახიძე საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს და თანადგომას უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს და საზოგადოებას.

წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი ტკივილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას“, – ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.

გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.