აქტუალური
სერგეი ლავროვი: საფრანგეთმა შესთავაზა რუსეთს უკრაინის შესახებ დიალოგის დაწყება კიევის მონაწილეობის გარეშე

 საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. საფრანგეთმა რუსეთს შესთავაზა უკრაინაზე დიალოგის დამყარება კიევის მონაწილეობის გარეშე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამავე დროს საფრანგეთი ხდება უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის ინიციატორი და უკრაინელ ჯარისკაცებს ამზადებს.

რამდენჯერმე იყო ჩვენი ფრანგი კოლეგების თხოვნა დახურული არხებით: „მოდით, ჩვენ დავეხმაროთ, დავამყაროთ დიალოგი უკრაინის საკითხზე. სხვათა შორის, ყოველგვარი უკრაინის გარეშე. ასეთი სიგნალები პარიზიდან მოდიოდა, თითქოს დასავლური წესების დარღვევით, რომ „არც ერთი სიტყვა უკრაინაზე უკრაინის გარეშე“. ასეთი ორაზროვანი ქცევა არ იწვევს სერიოზულად აღქმის სურვილს, რაც ხდება ჩვენი ფრანგი კოლეგების ინიციატივით“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.