აქტუალური
რუსული მედია: ვლადიკავკაზში, სავაჭრო ცენტრში აფეთქება დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. ვლადიკავკაზში, სავაჭრო ცენტრში აფეთქება დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელზე, სერგეი მენიაილოზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვლადიკავკაზში, სავაჭრო ცენტრში აფეთქება და ხანძარი ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა გამოიწვია“, - წერს მენიაილო „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

მანამდე მენიაილო აცხადებდა, რომ ვლადიკავკაზში მდებარე სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლის“ ზედა სართულზე მომხდარი აფეთქება, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დრონს არ გამოუწვევია.