აქტუალური
ნიკა გვარამია: რეჟიმი თავისით არ ჩამოიშლება, ის უნდა ჩამოშალო

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. ქუჩაში პროტესტზე მნიშვნელოვანი არაფერია, სავსებით ცხადია, რომ ხალხისთვის (როგორც ხელისუფლების წყაროსთვის) წართმეული ხელისუფლება უნდა დაიბრუნოს მანვე მაგრამ, არ შეიძლება პოლიტიკურმა კლასმა საკუთარი თავი ფაქტიურად გაიუქმოს, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოპოზიციას დასაკომპლექსებელი არაფერი სჭირს.

არაფერი დასაკომპლექსებელი დღევანდელ ოპოზიციას არ სჭირს, პირიქით, ძალიანაც პირიქით. ვინც რაც არ უნდა თქვას, გინდა ქუჩაში მდგომმა და გინდა სახლში თუ კამერის წინ მჯდომმა. ჩვენ გვჭირდება მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არა ბუნდოვანი ემოციური ტექსტები, რომელიც გულის მოფხანის და (მაქსიმუმ) აპლოდისმენტების იქეთ არ მიდის. არაა ახლა დრო საკუთარი თავის მოწონების პროცესში, დროა პროცესის მოწონების საკუთარ თავში. სამშობლოს გადარჩენის დროა და არა აპლოდისმენტების. ბრძოლის დროა და არა პროცესით ტკბობის. რეჟიმი თავისით არ ჩამოიშლება, ის უნდა ჩამოშალო“, – წერს გვარამია.