პოლიტიკა
პეტერ ფიშერი: გერმანიამ შეაჩერა საქართველოს სახელმწიფოსთან 237 მილიონი ევროს პროექტები

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში გერმანის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანიამ საქართველოში 237 მილიონი ევროს პროექტების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ფიშერი სოციალურ ქსელში წერს, საუბარია მწვანე წყალბადის, ენერგოქსელისა და ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე.

გერმანიამ, სამწუხაროდ, შეაჩერა საქართველოს სახელმწიფოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები. ეს არის რეაქცია საქართველოს მიერ ევროკავშირის გზის დატოვებასა და პროტესტების ჩახშობაზე.  ჩვენ შევწყვიტეთ მწვანე წყალბადის, ენერგოქსელის, ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება. სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა ძალაში რჩება“, – წერს პეტერ ფიშერი.