პუბლიკაციები
ბოლო ღია წერილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს ბ-ნ თ. გამყრელიძეს

Fififaბატონო თამაზ, რამდენიმე წლის წინათ მოგართვით ჩემი წიგნი, კოჩა კოლხის ფსევდონიმით, `ძველკოლხური ენის საიდუმლოებანი~ და მეორე მეგრული (იბერიული) ენის ბგერათა წარმოშობისა და მნიშვნელობების ზოგიერთი საკითხი~ რეცენზიისათვის.

დამპირდით, რომ 2-3 კვირაში თქვენც გაეცნობოდით, სხვასაც გააცნობდით და ობიექტურ შეფასებასაც დააფიქსირებდით. სამი კვირა კი არა, ნახევარი წელი ამაოდ ვცდილობდი თქვენგან დანაპირების მიღებას. ამ ნახევარი წლის განმავლობაში 10-ჯერ მაინც ვყოფილვარ თქვენთან აკადემიაში პასუხის მიღების იმედით, მაგრამ თქვენი მდივანი მიცნობდა და, ყოველთვის თქვენი ადგილზე არყოფნის ცნობითY მისტუმრებდა. ალბათ, არც მეღირსებოდა თქვენთან შეხვედრა, მაგრამ განგების ნებით ის შეიცვალა ახალგაზრდა მდივნით და, მაპატიოს ღმერთმა, მასთან ვიცრუე: ბ-ნ თამაზს დაბარებული ვყავარ-მეთქი.

ვეტყვიო, _ მითხრა, _ და თქვენთან შევიდა, რომლის შემდეგ შედგა ჩვენი შეხვედრა, მაგრამ ჩემი ნაშრომის (დანაპირები) ობიექტური შეფასების ნაცვლად, `მე, მე მეგრული არ ვიციო~, _ ბრძანეთ და, _ `ენათმეცნიერების ინსტიტუტს მიმართეთ~-ო – მირჩიეთ.

ეს იყო წლების წინათ და მას შემდეგ ჩემს წიგნში ბევრი შეცდომები აღმოვაჩინე, მაგრამ მხედრული და ასომთავრული დამწერლობების წარმოშობაზე ჩვენი აზრი მყარია და შეუვალი. ისინი წარმოშობილია უძველესი იბერიული ენის გავრცელების არეალში. სულის სიღრმეში თქვენც ეთანხმებით ამ ჭეშმარიტებას და ალბათ, ჭეშმარიტი მეცნიერის შერჩენილი სინდისის ნაპერწკალი არ გაძლევთ არაობიექტური მანიპულაციებით მისი უარყოფის ნებას, მაგრამ რატომ გიჭირთ სიმართლის აღიარება?

ვიმსჯელოთ ამაზე.

2010 წლის 16 თებერვლის გაზეთში `ილორი~ დაიბეჭდა ჩემი მიმართვა თქვენდამი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორების, ყველა ობიექტური ისტორიკოსებისა და ლინგვისტებისადმი, სადაც მივუთითებდი ქართველი ერის ისტორიაში არსებული ურთიერთ საწინააღმდეგო დებულებებზე და ვითხოვდი ობიექტურ პასუხს ჩემს მიერ დასმულ მრავალ კითხვაზე. მაგრამ თქვენ და სხვა ოფიციალური სამეცნიერო დაწესებულებების ხელმძღვანელები, თუ პროფესიონალი კომპეტენტური პირები ერთი წელია დუმან და ამაოდ ველოდები პასუხს. ამის შემდეგ კიდევ რამოდენიმეჯერ მოგმართეთ ღია წერილით ბატონო თამაზ, მაგრამ, სარგებლობთ რა ჩემი სამეცნიერო ხარისხის უქონლობით, არასპეციალისტებს არწმუნებთ, რომ კ. ფიფიას სათანადო ცოდნა არა აქვს და ცდილობთ შექმნათ ილუზია, თითქოს, პასუხის ღირსად არ მთვლიდეთ. მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის.

მე კიდევ მრავალი ნაცნობი და უცნობი, აღფრთოვანებული და გაოცებული ჩემი გაბედულებით, მეხმაურება, მიქებენ სიმამაცეს და პირდაპირობას. ზოგი კიდევ მაფრთხილებს: ზედმეტად პირდაპირი ხარ, შენს შეკითხვებს პასუხი რომ გაეცეს, დღემდე გაბატონებული დებულებები და დოგმები უნდა დაინგრეს, ამას კი თანამედროვე მეცნიერები აღარ დაუშვებენ და ფრთხილად იყავ, ტერორი არ მოგიწყონო.

მაგრამ, დარწმუნებულს ჩემი მიგნებების ჭეშმარიტებაში, სიკვდილის გარდა, მართლაც, ვერაფერი ამაღებინებს ხელს ამ ჭეშმარიტებათა გაღრმავებასა და უკეთ გადმოცემის მცდელობისაგან.

ამ მიზნით მრავალი ჩემი წერილი და სტატია გამოქვეყნდა აღნიშნულ გაზეთში და სხვადასხვა ჟურნალებში, სადაც, ისევ და ისევ, ვამახვილებ ყურადღებას ქართულ ისტორიოგრაფიასა და ლინგვისტიკაში დამკვიდრებული შეუსაბამობებსა და უკმარისობებზე, რომლებსაც, ბატონო თამაზ, თქვენ და სხვა კომპეტენტურ მეცნიერებს რეგულარულად ვაწვდი, მაგრამ ამაოდ ველოდები პასუხს. მე კიდევ ჩემს წერილებსა და სტატიებში ქართველი ერის წინაშე მდგარი ზოგი პრობლემის გადაჭრის ჩემი შეხედულებები დავაფიქსირე, მაგრამ ოფიციალურად არავინ ინება გამოხმაურება. მხოლოდ ერთმა (ადრე, 2004 წელს), არსებული დოგმების დანგრევის შიშით გაბრაზებულმა მეცნიერმა, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიაში გაკეთებული მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაზე ვერ დამალა თავისი აღშფოთება და წონასწორობადაკარგულმა ხმამაღლა მომმართა: „შენ არა გაქვს უფლება ასეთი წმინდა ენათმეცნიერული საკითხების კვლევისა, შენ არა გაქვს უფლება დაანგრიო აკად. ივ. ჯავახიშვილის მიერ დადგენილი დოგმებიო“.

თუმცა, პირიქით, ფრთა შევასხი მის მიერ ადრე წარმოთქმულ ჰიპოტეზებს. და რაღა დავმალო, ეს იყო ცხონებული ოთარ მიქიაშვილი, რომელმაც მანამდე არცთუ ისე უარყოფითი რეცენზია მომცა, რომელიც შეტანილია ჩემს ზემოთ აღნიშნულ წიგნში. ბატონ ოთარსაც, ალბათ, მხედველობაში ჰქონდა ჩემს მიერ სამეცნიერო ხარისხის უქონლობა და ამიტომ არ მაძლევდა ცრუ დოგმების დანგრევის უფლებას.

ნუ შეექმნება ვინმეს ილუზია, თითქოსდა, პატ. მეცნიერები არ კადრულობენ `დილეტანტთან~ დისკუსიას და ამიტომ არ მეხმაურებიან. მიზეზი იმისა, რატომ არ იღებენ ხმას და რატომ დუმან ადრესატები, არ მინდოდა სააშკარაოზე გამომეტანა, მაგრამ თვითონ მაიძულებენ. ამაზე ქვემოთ.

ჩემი კოლეგები, კეთილისმყოფელნი, ისევ და ისევ, მაფრთხილებენ და მირჩევენ: ზედმეტად პირდაპირი ხარ, სჯობია მეტი დიპლომატიურობა გამოიჩინო და, საერთოდ, ცოტა ხანს დაისვენო, არაფერი დაწეროო. ამით მეუბნებიან: თუ არ დაცხრები ფიზიკურად გაგისწორდებიანო. მომეცნიერო სუბიექტებს სხვა რა შეუძლიათ, მაგრამ (მიკვირს, თქვენი დონის მეცნიერი, რამ დაგცათ ასე დაბლა, რომ ჩემი აღმოჩენების რეცენზირებას დუმილი არჩიეთ) ამის შიში არასდროს მქონია, რადგან 74 წლის კაცს ბუნებრივ სიკვდილამდე, ისედაც, ბევრი დრო არ დამრჩენია, ხოლო ჩემი მოშორებით უფრო გაუსვამენ ხაზს მიგნებულ ჭეშმარიტებებს, ვიდრე დუმილით ამტკიცებენ ამას.

ბატონო თამაზ, მე გაცნობილი ვარ თქვენს შრომებს. უდავოა, ტიტანური შრომა გაქვთ გაწეული ინდოევროპული ენების შესწავლის საქმეში, მაგრამ იმ პრობლემების გადაჭრის საკითხში, რომელიც 1984 წელს ამოცანად დაუსახეთ ენათმეცნიერებს, პირადად თქვენი და, საერთოდ, ქართველი მეცნიერთა ძალისხმევა, გარდა მამანტი და ცირა ძაძამიებისა [მათ შესაშური ენთუზიაზმით შეისწავლეს `მეგრული ენის ლექსიკა და სიტყვათწარმომავლობა~ და დადეს ტიტანური ნაშრომი (შვიდტომეული)], უმნიშვნელოა.

მკითხველის ყურადღებას მივაპყრობ ერთ გარემოებას, რადგან შეიძლება ასეთი კითხვა დაებადოს: ეს დალოცვილი, სამეცნიერო ხარისხის არმქონე კაცი, რომ ედავება ლინგვისტურ მეცნიერებათა კორიფეს, რა გაუვაო?

მართლაც, ადვილი არ არის შეწვდე იმ უხილავ ძალას, რომელმაც ისე ძლიერ დამმუხტა, რომ ვედავები მსოფლიოში ცნობილ მეცნიერს, მაგრამ სიმართლე, სამშობლოს სიყვარული და მისი გადარჩენის ჟინი არ მაძლევს უკან დახევის უფლებას.

მე ვითხოვ ქართული მხედრული და ასომთავრული დამწერლობების წარმოშობის ჩემეული ვერსიის შეფასებას და არა ჩემი ცოდნის დონის შეფასებას და სამეცნიერო ხარისხს (თუმცა, ადრე კი მინდოდა, მაგრამ ჩემს მიერ წარმოდგენილი კველვების გაცნობის შემდეგ, მტკიცედ ჩამირაზეს ყველა კარები), რომელიც ბევრს ნაყიდი აქვს.

ბატონო თამაზ, ცხადია, პალეოგრაფიისა და, საერთოდ, ლიგვისტური მეცნიერების ცოდნაში, თქვენ და ბევრ სხვას, ალბათ, მუხლებამდე ვერ შევწვდები, (თუმცა მთლად დილეტანტიც არა ვარ), მაგრამ ე.წ. ქართული მხედრული და ასომთავრული დამწერლობების, როგორც კაცობრიობის პირველი, თანაც, აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ორიგინალური დამწერლობების წარმოშობის (ამასთან, სრულიად სხვადასხვა გზით წარმოშობილების) დასადგენად პალეოგრაფიისა და მრავალი ენის თანამედროვე ცოდნა არ არის საკმარისი, აქ აუცილებელია დასაბამიერი ადამურ-იაფეტურ-იბერიული ენისა [ამის შესწავლა საენათმეცნიერო საზოგადოების მიერ 1866 წლიდან აკრძალულია, მაგრამ ბატონი მამანტი ძაძამია და მე ამ აკრძალვას არ დავემორჩილეთ) და გრაფიკის ენის (გრაფიკის ენა ერთია დედამიწაზე) სიღრმისეული ცოდნა, რაშიც, ალბათ, დიდი უპირატესობა მაქვს, როცა, შეიძლება, პატივცემულმა ენათმეცნიერებმა საშუალო სკოლის მოსწავლის დონეზეც არ იცოდნენ უკანასკნელნი.

თქვენს წიგნში ვკითხულობთ: `[] ბგერა ქართული ანბანის ბერძნულისადმი შესაბამის ნაწილში ერთი შეხედვით მოულოდნელიცაა, რამდენადაც ბერძნულისათვის უცხოა - ტიპის შიშინა სპირანტი. მაგრამ ქართულისათვის დამახასიათებელი ეს სპეციფიკური ბგერითი მნიშვნელობა დაუკავშირდა ქართულ ანბანში ბერძნული ნიშნის შესაბამის სიმბოლოს, რამდენადაც შედარებით მოგვიანებით ბერძნულ სისტემაში მოკლებული იყო კონკრეტულ ფონეტიკურ მნიშვნელობას და მხოლოდ `90~ რიცხვითი მნიშნველობის გამომხატველად იხმარებოდა~ (იხ. თ. გამყრელიძე, წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა, 1989, გვ. 143). მაგრამ, მიუხედავად თქვენ მიერ აღნიშნულისა და ძველი ისტორიული წყაროებისა, სადაც, დამწერლობის მქონე ერებს შორის, იბერიული ენა და დამწერლობა, ყველგან პირველ ადგილასაა მოხსენიებული, ვარაუდის დონეზეც არ გიფიქრიათ შესაძლებლობაზე, რომ ბერძნული დამწერლობის შექმნისას ე.წ. ქართული ასომთავრული ყოფილიყო პროტოტიპად გამოყენებული და ბერძნულ ანბანთრიგში მე-18 ნომრად ფონეტიკურ მნიშვნელობას მოკლებული ასონიშანი იმიტომ შეიძლება დაესვა ბერძნული დამწერლობის შემქნელს, რომ ქართულ ფონემებთან თანხვედრილი ბერძნულ ფონემათა აღმნიშვნელი ასონიშნების თანმიმდევრობა და რიგითი ნომრები არ დარღვეულიყო. 

თქვენ წერთ: `ქართული ანბანის ასოთა სახელები არ იმეორებენ ბერძნული პროტოტიპის (ან სხვა რომელიმე წერითი სისტემის) სიმბოლოთა სახელწოდებებს და ფონეტიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი თავისუფალი თხზვის შედეგს უნდა წარმოადგენდნენ~ (იქვე, გვ.157). მაგრამ თქვენ ფიქრადაც არ მოგდით, რომ ქართული ანბანური დამწერლობა, შეიძლება, დედამიწაზე პირველი ანბანური დამწერლობა ყოფილიყო და ამიტომ არ იმეორებენ ისინი სხვა წერითი სისტემის მახასიათებლებს, რაც რომელიმე სხვა წერით სისტემაზე არ შეიძლება ითქვას.

თქვენ წერთ: ,,ქართულიენის ფონეტიკური ბუნების გათვალისწინებით იქმნება ასოთა სახელებად თავისებური ფონეტიკური ჟღერდობის ხელოვნური სიტყვები (ხაზი ჩემია, ..), რომლებიც ანბანთრიგში შესაბამისად გაწყობილნი, გარითმულობისაკენ მედრეკილებას ავლენენ(იქვე, გვ. 157).

ბატონო თამაზ, ამ ბოლო ციტატიდან ჩანს, რომ თქვენ, მართლაც, არ იცით ე.წ. მეგრული (იბერიული) ენა, რაც არავითარ შემთხვევაში არ ეპატიება თქვენი დონის მეცნიერს, ან 1984 წელს თქვენს მიერ დასახული ამოცანის შესრულებისას მიხვდით საიდან მოდის ე.წ. ქართული დამწერლობა, საერთო სალიტერატურო ქართული ენა და, იმპერიული ძალების საამებლად, თქვენს გონებაში თავმოყრილი უზარმაზარი ენათმეცნიერული ცოდნისა და საშუალებების რახარუხით ცდილობთ ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზას ააცდინოთ სხვა მკვლევარნი, თორემ წარმოუდგენელია თქვენ ვერ მიმხვდარიყავით, რომ ქართულ ასომთავრულ ნიშანთა სახელები არაა ხელოვნური სიტყვები, არამედ დაქარაგმებული იბერიული სიტყვებია და შესაბამის გრაფემებს განსაზღვრავენ. ასევე, ქართულ ასომთავრულ ნიშანთა ანბანთრიგში გაწყობის თანმიმდევრობა საოცარი სიზუსტითაა მოტივირებული, რაც ვერ ითქმის ვერც ფინიკურ და ვერც ბერძნულ ანბანთ სისტემაზე, რომლებიც ფინიკურ ასონიშანთა სახელებს იმეორებენ. ეს ჭეშმარიტება ჩემს წიგნში `ძველკოლხური ენის საიდუმლოებანი~ არა საკმაო დონეზეა წარმოდგენილი, მაგრამ დღეისათვის კარგად მაქვს შესწავლილი და დახვეწილი. ხოლო თქვენ არა გაქვთ დადგენილი რის საფუძველზე გაეწყო ბერძნული ანბანთრიგი (რომელთან თანხვედრის საფუძველზე მიიჩნევთ ბერძნულ ანბანს ქართულის პროტოტიპად), მაგრამ მაინც ბერძნული მიგაჩნიათ ქართული ასომთავრულის პროტოტიპი, ბერძნულისა კი სემიტური და წერთ:

`ძნელია დაბეჯითებით თქმა იმისა, თუ რა ედო თავდაპირველ საფუძვლად ძველი სემიტურ ნიშანთა ამ რიგს, რამ განსაზღვრა სისტემაში ნიშანთა ამგვარი თანმიმდევრობა, მათი ერთიმეორის მიყოლებით მოთავსება. ზოგი ნიშნის შემთხვევაში შესაძლებელია ეს ყოფილიყო მათი თავდაპირველი საგნობრივი მნიშვნელობა... 

შეინიშნება აგრეთვე ფონეტიკური თვალსაზრისით ერთგვაროვანი ნიშნების ერთად მოთავსება... შეიძლება ზოგ შემთხვევაში ნიშანთა თანმიმდვრობის განმსაზღვრელი ფაქტორი ნიშანთა გარეგანი მოხაზულობაც ყოფილიყო~ (იქვე, გვ.43-44).

რაც შეეხება მხედრულ დამწერლობას, ის, როგორც აკად. ნიკო მარი ამბობდა, `სრულიად დამოუკიდებელი დაწერილობაა~ და, ცხადია, წარმოშობილია ხატოვანი ნიშნების თანდათანობითი ტრანსფორმაციის გზით. ამ ჭეშმარიტების დადგენაში მე დამეხმარა საყოველთაოდ აღიარებული აზრი პირველი ანბანური დამწერლობის ხატოვანი დამწერლობიდან წარმოშობის შესახებ, რასაც იზიარებდნენ ცნობილი მეცნიერები ივ. ჯავახიშვილი, შ. ძიძიგური, გ. ნებიერიძე და სხვა.

თქვენ იცნობთ ჩემს ნაშრომს `ძველკოლხური ენის საიდუმლოებანი~ და შეუძლებელია არ შეგემჩნიათ საკმაოდ ზუსტი და ძლიერი არგუმენტები, დამადასტურებელი მხედრული დამწელობის იბერიული წარმოშობისა. მაგ., რვა მხედრული ასონიშანი, წარმოშობილი იმ საგნების ხატოვანი ნიშნების თანდათანობითი ტრანსფორმაციის შედეგად, რომელი საგნების სახელები გამოხატულია ერთეული თანხმოვნებით, რომლებსაც ეს ასონიშნები აღნიშნავენ (იხ. გვ.188); ასონიშანი `~ (ფრინველის სახელის წერო საწყისი ბგერის აღმნიშვნელი ნიშანი), რომელსაც წეროთა გუნდი ცის კაბადონზე აწერს (იხ. გვ.158) და ყველა სხვა მხედრული ასონიშანი, რომლებიც წარმოადგენენ იმ საგნების სახელების საწყისი ბგერების აღმნიშვნელ ასონიშნებს, რომლებიც, თავის მხრივ, საოცარი სიზუსტით წარმოადგენენ შესაბამისი საგნების ხატოვანი ნიშნების თანდათანობითი ტრანსფორმაციის შედეგს (იხ. გვ. 165-167).

ეს თქვენ ძალიან კარგად შეამჩნიეთ, მაგრამ იცრუეთ: მეგრული არ ვიციო~. უშეცდომო ხომ, უზენაესი შემოქმედის გარდა, არავინაა. არ სჯობდა რაინდობა გამოგეჩინათ და გეთქვათ სიმართლე? მაგრამ განიზრახეთ ჭეშმარიტების დამალვა და თქვენი უპასუხისმგებლო დუმილით ჯიუტად გრძელდება სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სიცრუის სწავლება, რითაც უმოწყალოდ მახინჯდება ეროვნული სული. თქვენი დუმილით ხელს უწყობთYქართველ ერში საფუძველგამოცლილი მაამებელი ბაქაბუქით ცრუ დებულებების დამკვიდრებას, თქვენი ცრუ თეორიის (ქართული ასომთავრულის შესაქმნელად უცხოური დამწერლობის, კერძოდ, ბერძნულის გამოყენების თეორია) დროებით მაინც გადარჩენის მიზნით, რომ არ მოგაკლდეთ ამქვეყნიური კეთილდღეობა.

როგორ უნდა ვირწმუნოთ წაკითხული არ გქონდეს ახალი აღთქმა და არ იცოდეთ, რომ `არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს და არც რამ დამალული, რომ არ გამომჟღავნდეს~ (მათ. 10.26; მარკ. 4.22; ლუკ.8.17;12.2).

ნუთუ ვერ აცნობიერებთ, რომ თქვენი ეგოისტური ამბიციების სანაცვლოდ ჭეშმარიტებას კლავთ და ამით საფუძველს უქმნით გარე და შიგა ანტიეროვნულ, აგრესიულ ძალებს ჩაეჭიდონ ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული ჯაშუშების მიერ ხელოვნურად შეთხზულ არაჭეშმარიტ წყაროებს და გვიმტკიცონ: `ქართველი ერი გაურკვეველი წარმომავლობის ერიაო~.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კოლეგების წინაშე სინდისის ქენჯნა არ გაწუხებთ, ბატონო თამაზ?

არ მინდოდა ასეთი მწარე წერილით დამემთავრებინა თქვენთან ურთიერთობა, მაგრამ თქვენ გამხადეთ იძულებული. ეს მეოთხე წერილია თქვენი მისამართით. მართალია, უზომოდ გავკადნიერდი, მაგრამ, ალბათ, თქვენი და თქვენს გარშემო მყოფი ვიწრო წრის პირადი მდგომარეობის დონიდან აღარ იგრძნობა, თორემ

მოაზროვნე საზოგადოების თვალსაწიერიდან ნათლად ჩანს როგორ კარგავს ქართველი ერი ეროვნულ სახეს და როგორ გვეცლება ხელიდან ქვეყანა. ასეთ შემთხვევაში დუმილი და პირად კეთილდღეობაზე ფიქრი სამშობლოს ღალატია.

 

კუკური ფიფია,

ფაზისის აკადემიის წევრი