საზოგადოება
ევროსაბჭოს გენმდივნის ვიზიტი საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობას ადასტურებს - დავით მათიკაშვილი

 საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ვიზიტი საქართველოში არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.

თბილისში ბერსეს ვიზიტი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ფონზე, რომელიც 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხზე მსჯელობა გაცდენილია ყოველგვარი საზრიანობის საზღვარს“, - განაცხადა მათიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ვიზიტის ფარგლებში ბერსე უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, ასევე სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს.

დღეს ოპოზიცია ჩიხშია შესული, აღნიშნა დეპუტატმა.

იმდენად თითიდან გამოწოვილი დღის წესრიგი აქვს რადიკალური ოპოზიციას, რომელიც კრიტიკას ვეღარ უძლებს. რადიკალური ოპოზიცია სწორედ ამ საკითხს უკავშირებს თავის ვირტუალური წარმატების მსჯელობებს, რადგან ლეგიტიმაციის არარსებობამ მათი წარმოდგენებით უნდა გამოიწვიოს განმეორებითი არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ოპოზიცია, მისი მხარდამჭერი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ აღიაროს ახალი მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ამიტომაც არც აშშ-მ და არც ევროკავშირის ხელმძღვანელობამ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება არ მიულოცეს.

მათიკაშვილის თქმით, ყველა წერტილი არის დასმული.

პირველი: ნაცმაიდანი ვერ შედგა; 2. ლეგიტიმაციის საკითხი ფიზიკურად არ დგას დღის წესრიგში; 3. დროულად თუკი ჩიხში შესული რადიკალური ოპოზიცია, თუ არ მიჰყვება საერთო ევროპულ და მალე უკვე ამერიკულ წიაღსვლებს ისტორიულ პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ამასთან, საგარო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც ბერსეს უკვე შეხვდა, მის ვიზიტს კარგი პოლიტიკური ჟესტი უწოდა.

ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, კარგი პოლიტიკური ჟესტი თავად გენერალური მდივნის მხრიდან, რომ ის ჩამოვიდა საქართველოში და გვქონდა შესაძლებლობა, რომ მოგვესმინა ერთმანეთისთვის და პირველ რიგში, მას მოესმინა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და იმ პოზიციებისთვის, რაც არსებობს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.