უცხოეთი
საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისა და კომპრომისებისთვის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში მიმდინარე დიდ პრესკონფერენციაზე.
„პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისა და კომპრომისებისთვის. უბრალოდ, მოწინააღმდეგე მხარემ — ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით — უარი თქვა მოლაპარაკებებზე. ჩვენ კი ყოველთვის მზად ვართ ამისთვის“, — თქვა მან.
როგორც რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, მოლაპარაკებების შედეგი ყოველთვის არის კომპრომისები, უბრალოდ საჭიროა, რომ „ის მხარე“ მზად იყოს როგორც მოლაპარაკებების, ისე კომპრომისებისთვის.
sputnik-georgia.com