საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. ორგანიზაცია BRICS-ი არ არის დასავლეთთან ბრძოლის ინსტრუმენტი, ის ვინმეს წინააღმდეგ კი არ მუშაობს, არამედ მისი წევრი ქვეყნების ინტერესებისთვის იღწვის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში მიმდინარე დიდ პრესკონფერენციაზე.
„BRICS არ არის ინსტრუმენტი დასავლეთთან დასაპირისპირებლად, ჩვენ არ ვმუშაობთ არავის წინააღმდეგ, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ინტერესებისთვის, ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ინტერესებისთვის. ჩვენ არ ვაგებთ რაიმე კონფრონტაციულ დღის წესრიგს BRICS-ის ფარგლებში“, — აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
მისი თქმით, ორგანიზაციის განვითარების მიმართ ბევრი სახელმწიფო იჩენს ყურადღებას, ვინაიდან მასში ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსით, „ერთმანეთის ინეტერესების პატივისცემის საფუძველზე მიიღება“.
sputnik-georgia.com