საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად და სასაუბროდ. ამის შესახებ მან თავად განაცხადა მოსკოვში მიმდინარე დიდ პრესკონფერენციაზე.
„მე მზად ვარ [საუბრისათვის] ნებისმიერ დროს. მზად ვიქნები შეხვედრისთვის, თუ მას ეს მოუნდება“, — თქვა პუტინმა.
როგორც მან განმარტა, დონალდ ტრამპი ოთხ წელზე მეტია არ უნახავს და შესაბამისად, თუ შეხვედრა შედგება, ორი ქვეყნის პრეზიდენტებს ნამდვილად ექნებათ სალაპარაკო.
ვლადიმირ პუტინი 2001 წლიდან თითქმის ყოველწლიურად ატარებს პირდაპირ ხაზებსა (18-ჯერ) და დიდ პრესკონფერენციებს (16-ჯერ). 2020 წელს ამ ორი ფორმატის გაერთიანება გადაწყდა და ვინაიდან ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგა, 2023 წლიდან ამ ღონისძიებას ახალი სახელი ეწოდა — „წლის შედეგები ვლადიმირ პუტინთან ერთად“.
sputnik-georgia.com