პოლიტიკა
„მახაჩყალაში განადგურებულ მეამბოხეთა ლიდერ აბდულა მაგომედალიევს ტერორისტულ საქმიანობაში საქართველოს სპეცსამსახურები ხელს უწყობდნენ“, – იუწყება „ინტერფაქსი“ რუსეთის ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით.
„მაგომედალიევი თავისი საზღვარგარეთელი ემისრების მეშვეობით ეკონტაქტებოდა საქართველოს სპეცსამსახურებს, რომლებიც მას ტერორისტულ საქმიანობაში ხელს უწყობდა“, – აღნიშნულია ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.
მაგომედალიევი და მისი 5 თანამებრძოლი მახაჩყალაში კონტრტერორისტული ოპერაციისას 10-11 აგვისტოს იქნენ განადგურებულნი.
საქინფორმი