საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. კარგია, რომ საქართველოში ახლა ვითარება სტაბილურობისკენ მიდის და ხედავთ, ისევ მაკრონის ყურები ჩანს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვნი პარტნიორი და ახლო მეგობარი ქვეყანაა, ამიტომ სიტუაციის დესტაბილიზაცია ორივე ქვეყნისთვის მავნეა.
„კარგია, რომ საქართველოში ახლა ვითარება სტაბილურობისკენ მიდის და ხედავთ, ისევ მაკრონის ყურები ჩანს. ვერ ისვენებს ადამიანი საკუთარ ქვეყანაში, მას აუცილებლად სჭირდება, საქართველოში ჩაძვრეს“, – განაცხადა ალიევმა.
ამასთან, როგორც ალიაევმა აღნიშნა, გაირკვა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დასავლეთის დაფინანსებას იღებს.
„ხალხი, რომლებიც ამ ორგანიზაციებში მუშაობენ, იღებენ ხელფასს, ალბათ ათობით ათასს, თუ მეტს არა. ჩვენ ყველაფერი ეს მოვაწესრიგეთ. მაგალითად, აზერბაიჯანულ მედიას არ შეუძლია, მიიღოს დასავლური წყაროებიდან დაფინანსება ერთი პროცენტიც კი. რატომ? ჩვენ ხომ არ ვაფინანსებთ მედიას აშშ-ში. რატომ უნდა დააფინანსონ ჩვენი მედია? ამგვარად, ისინი მათ ხელთ არსებული რესურსებით, როგორიცაა „ამერიკის ხმა“ და „რადიო თავისუფლება“ დღედაღამ ჭუჭყს ასხამენ ჩვენს ხალხს, ჩვენ ქვეყანას და ჩრდილს აყენებენ სომხეთთან ჩვენს გამარჯვებას. მე მეჩვენება, რომ გარკვეული დრო ხელიდან იქნა გაშვებული საქართველოში ამის მოსაწესრიგებლად, მაგრამ როდესაც ეს გაკეთდა, როგორც ამბობენ, მატარებელი ცოტა დაიძრა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.