პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: „ხელისუფლებამ დევნილები, უბრალოდ, დაივიწყა“

alassssპარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა, რომლებიც ამ სოფელში თბილისიდან რამდენიმე თვის წინათ გადაასახლეს.

როგორც ოპოზიციონერმა ლიდერმა შეხვედრისას აღნიშნა, „თბილისის მერი არჩევნების წინ აცხადებდა, რომ ყველა დევნილი, ვინც დედაქალაქში ცხოვრობდა, თბილისელი იყო და მათ თბილისში დარჩენა შეეძლოთ, თუმცა არჩვენების შემდეგ აღმოჩნდა, რომ  ეს ადამიანები „ნაციონალურ მოძარობას“ აღარ სჭირდება“.

„აქაც და გორშიც მე ვნახე იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და რომლებიც, უბრალოდ, დაივიწყეს. ხელისუფლება კვლავაც ყოფს დევნილებს შევარდნაძისა და 2008 წლის აგვისტოს დროინდელებად. ჩვენ თუ მართლა სახელმწიფო ვართ, მაშინ მთავრობამ ყველას პრობლემები თანაბრად უნდა მოაგვაროს. ასე გაგრძელება არ შეიძლება და ხალხი აუცილებლად შეცვლის ამ ხელისუფლებას“, – განაცხადა ალასანიამ.

დღეს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი მარტვილის რაიონის მოსახლეობასაც შეხვდება.

 

საქინფორმი