საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მსხვილი კომპანიების აქციების პაკეტის საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე გატანას ითვალისწინებს, სომხურ მედიაში შეშფოთება გამოიწვია.
ცნობისთვის: პრემიერ-მინისტრ გილაურის განცხადებით, სახელმწიფო კომპანიებს აქამდე საერთაშორისო ბირჟებზე სააქციო პაკეტების განთავსების შესაძლებლობას კანონმდებლობა არ აძლევდა. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა კი უკვე მიმდინარეობს და საქართველოს ხელისუფლება ლონდონისა და ნიუ იორკის ბირჟებზე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციათა 25 პროცენტს გაიტანს. ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილებაშია მაგისტრალური გაზსადენი.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის გარდა, სახელმწიფო საერთაშორისო ბირჟებზე რკინიგზის აქციების განთავსებასაც გეგმავს.
საქინფორმი