უცხოეთი
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მოქმედება სირიაში

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აცხადებს, რომ ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მოქმედება სირიაში.

„ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულის შეცდომებზე. ნებისმიერი შეცდომა გამოიწვევს მიგრაციის ნაკადს. ამასთან, ისრაელი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. სირიის ტერიტორიული მთლიანობა და ერთიანობა უნდა იქნეს დაცული ყველა გარემოებაში“, – განაცხადა ფიდანმა.

აღნიშნული განცხადება თურქეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა იორდანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც აშშ-ის, თურქეთისა და არაბული ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი. დიპლომატები შეთანხმდნენ, რომ სირიაში ახალი მთავრობის ფორმირება უნდა იყოს ინკლუზიური და პატივი სცენ უმცირესობების უფლებებს.

1tv.ge