უცხოეთი
სირიაში აჯანყებულებმა ბაშარ ალ-ასადის მამის, ჰაფეზ ასადის აკლდამა გადაწვეს.

 საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. სირიაში აჯანყებულებმა ყოფილი დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის მამის, ჰაფეზ ასადის აკლდამა გადაწვეს. ასადების საგვარეულო აკლდამა მშობლიურ ალავიტურ ქალაქ კარდაში მდებარეობს.

ჰაფეზ ასადი სირიის ერთპიროვნული მმართველი 1960-1970 წლებში მომხდარი რამდენიმე გადატრიალების შემდეგ გახდა. იგი 2000 წლის 10 იანვარს, ლიბანის პრემიერ სელიმ ჰოსთან სატელეფონო საუბრის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა.

on.ge