საზოგადოება
კახეთის მოსახლეობა განსაკუთრებით დაინტერესდა ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რუსეთში ექსპორტის აღდგენის საკითხით.
ამასთან, სამუშაო შეხვედრა გაიმართა „თავისუფალი საქართველოს“ თელავის რაიონული ორგანიზაციის აქტივისტებსა და პარტიის კახეთის რეგიონული და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა პარტიის მიერ საარჩევნო კანონის გაუმჯობესებისათვის შეგროვებული ხელმოწერების საკითხთან დაკავშირებული დეტალები.
შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 2011 წლის ბოლომდე კახეთის ყველა რაიონში გაიხსნება „თავისუფალი საქართველოს“ შტაბები.
საქინფორმი