საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი.
(ინფორმაცია მიღებულია საფრანგეთიდან, პარიზიდან, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის უახლოეს გარემოცვასთან დაახლოებული პირისაგან, ვიდეო იხ. აქ)
ტრამპი - მაკრონს: რისთვის მომიყვანე? რას ელით ჩემგან? თვითონ ვერ უთხარი, რომ უმრავლესობის ნებას უნდა დაემორჩილოს და წავიდეს?
ზურაბიშვილი - ტრამპს: რას მეუბნებით, როგორ უნდა წავიდე, როცა ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა (მარჯვენა ხელით ჟესტიკულირებს ტრამპის ცხვირწინ), ევროკავშირზე უარი თქვა რუსეთის სასარგებლოდ, ეს მეორე, და მესამე - ახლა ოპოზიციის მიტინგებს სასტიკად არბევს! რა გავაკეთო, მითხარით!
ტრამპი - ზურაბიშვილს: არ ვიცი, არ ვიცი... ვიცი, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა და სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა, მორჩა და გათავდა, ამას უნდა შეეგუოთ. აბა როგორ გინდა, გეთაყვა, დემოკრატიაც ეს არის... უკაცრავად, მელოდებიან.