როგორც არ უნდა დასრულდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ისინი განუსაზღვრელი ვადით გადადებენ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირებას და კიდევ უფრო შორს - ქართველებისა და აფხაზების, ქართველებისა და ოსების შერიგებას. სამარცხვინო ფაქტი - რომ საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, მოსახლეობის ნაწილი გონებაჩლუნგი ფაშისტია, რუსების ცხოველური სიძულვილით შეპყრობილი - მთელმა მსოფლიომ შეიტყო და ის, რომ ისინი, ბელადისა და დაფინანსების გარეშე, სახლებში დაიფანტებიან, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოინანიებენ და გამოსწორდებიან...
ვაი-ქართველების, რომლებიც 10 წელია უკრაინაში იბრძვიან და ძალოვან სტრუქტურებში მუშაობენ, ფაშიზმის ინფექციამ შემოაღწია საქართველოში და დღეს ქუჩაში გამოვიდნენ ზონდერბრიგადები, რომლებსაც საქართველოს დაბრუნება სურთ გასული საუკუნის ბნელ, ცივ და მშიერ 90-იან წლებში. ქართველ ფაშისტებს, რომლებიც ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით მიირთმევენ რუსულ პურს (საქართველოში სხვა მარცვლეული არ შედის) და სარგებლობენ რუსეთთან ვაჭრობისა და ტურიზმის სიკეთეებით, სურთ, რომ დღეს ჩვენი ქალაქების ქუჩებში კვალვაც შეიარაღებული ბანდფორმირებები დაძრწოდნენ, ისევე, როგორც უკრაინაში და რომ საქართველოს კიდევ ერთი ტერიტორია ჩამოეჭრას, როგორც უკრაინას. ამჯერად აქცენტი კეთდება დასავლეთ საქართველოზე, ასევე აჭარაზე, სადაც სააკაშვილის მომხრეები ტრადიციულად ყოველთვის იყვნენ შედარებით მრავალრიცხოვანი და სადაც სეპარატისტი ფაშისტები თავის შეფარებას იმედოვნებენ დანარჩენი საქართველოსგან განცალკევებით, ისევე როგორც ბანდერელები დასავლეთ უკრაინაში.
თუმცა საქართველოში მიმდინარე პროცესების ინტერპრეტაცია მხოლოდ ნეოფაშიზმის, სეპარატიზმის, ან ძალაუფლებისთვის ოპოზიციის ბრძოლის კუთხით, იგივეა, რომ სურდოს ებრძოლო ბამბით ცხვირის დაცობით. დღეს ბრმაც კი ხედავს, რისთვის ინერგებოდა საქართველოში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან რუსოფობია, შემდეგ კი ლიბერალური ფაშიზმი, უმცირესობების უფლებების დაცვის საფარქვეშ. საბჭოთა კავშირის შემდეგ საქართველოში სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკა თვითდინებაზე მიუშვეს, პროფესიონალი მედია-მუშაკები ფიზიკურად გადაშენდნენ, ხოლო დასავლური გავლენის პროპაგანდისტი აგენტები, ძირითადად ტელეკომპანიები, მომრავლდნენ და მოძლიერდნენ. მიზეზი ის არის, რომ საქართველო იქცა დასავლური პროექტის - „ანტირუსეთი“ ნაწილად, რომელიც დაიწყო სსრკ-ის ლიკვიდაციის თანადროულად. ამ პროექტის შესაბამისად, „დამოუკიდებელ“ საქართველოში პერმანენტულად ეწყობოდა სახელმწიფო გადატრიალებები, რომლებიც მთავრდებოდა ომებით, რის შედეგადაც საქართველო ტერიტორიებს კარგავდა. მაგრამ, როგორც ამას წინათ გაირკვა, დასავლეთმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშეც ვერ „მოინელა“ საქართველო, ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გაგრძელებულიყო მისი დანაწევრება მანამ, სანამ დასავლეთი დარჩენილის „გადაყლაპვას“ არ შეძლებდა. სამეგრელოსა და, სავარაუდოდ, აჭარის გარეშე დარჩენილი, რომლის მაგალითსაც თეორიულად აზერბაიჯანელებითა და სომხებით მჭიდროდ დასახლებული ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონები დიდი ალბათობით მიჰყვება, ცენტრალური ხელისუფლება დაკარგავს სუვერენიტეტის ისეთ „პორციას“, რომ ვეღარ შეეწინააღმდეგება დასავლელი კურატორების ნებას და ყოფილი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორია, „ანტირუსეთის“ პროექტის შესაბამისად, საბოლოოდ გარდაიქმნება ანტირუსულ პლაცდარმად სამხრეთ კავკასიაში. ამრიგად, არა საქართველოს ხელისუფლება, არამედ დასავლეთი მოიპოვებს სრულ კონტროლს ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე „შუა დერეფანი“, ჩინურ პროექტზე „ერთი სარტყელი და ერთი გზა“, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენზე, სამხრეთ კავკასიურ გაზსადენზე „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“ ერზრუმი, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანზე „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ და ახალ პროექტზე „Black Sea Energy“.
ერთადერთი, ვინც დღეს ამ დამღუპველ პროექტს აბრკოლებს, არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც, მიუხედავად უზარმაზარი დამსახურებისა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში (კონსტიტუციის 78-ე მუხლი, უვიზო რეჟიმი, ასოციაციისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და სხვ.), „ანტირუსეთის“ პროექტისთვის არ გამოდგა, რადგან უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნაზე. ქართული რეგულარული ჯარის იერიშები რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებზე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში იქცეოდა არალეგიტიმური პრეზიდენტი ზელენსკის „ჯოკერად დასახურდავებელ დასტაში“. უახლოეს მომავალში ზელენსკის მოუწევს პრეზიდენტ ტრამპის მიერ ინიცირებული მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა, ამიტომ ბაიდენის ადმინისტრაციის წასვლამდე კიევის რეჟიმს სურს მეტი ტერიტორიების მიტაცება, რათა შემდგომ დათმობად გასააღოს. ეს არის მეორე მიზეზი, რის გამოც გადაწყდა, რომ ტრამპის ინაუგურაციამდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სასწრაფოდ შეცვლილიყო კოალიციური მთავრობით, რომელიც არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებდა და რუსეთთან კონფლიქტში შევიდოდა, ხოლო სალომე, დაქვეითებული სოციალური პასუხისმგებლობით, პრეზიდენტად დარჩებოდა ახლად დანიშნულ არჩევნებამდე, ანუ - კიდევ ერთი წლით.
დღეს ზურაბიშვილმა აჯობა სააკაშვილს, რადგან მხოლოდ დაქვეითებული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს შეუძლია არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეები ბარიკადებზე გამოიძახოს და პოლიციას ნარკომანი უწოდოს. მენშევიკის კომპლექსით შეპყრობილი ზურაბიშვილი, რომლის წინაპრებიც მე-11 წითელმა არმიამ ემიგრაციაში გააქცია, აღარ მალავს, რომ შურისძიების წყურვილი ამოძრავებს, ამიტომაც, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, დახეტიალობდა ევროპაში და სთხოვდა ევროპის ქვეყნების ლიდერებს, გამოეცხადებინათ სანქციები საქართველოსთვის და არ ეცნოთ არჩევნები, რომელიც ეუთო-ოდირ-მა ჩატარებულად აღიარა - ზუსტად ისევე, როგორც მისმა წინაპრებმა მოიწვიეს ბრიტანეთისა და გერმანიის საექსპედიციო კორპუსები საქართველოს გასაძარცვად!
თბილისის ევრომაიდანის სცენარი დააფინანსა როგორც დასავლეთმა, ასევე „პარტიული ოქროს“ მცველმა კეზერაშვილმა და გამოიყურებოდა შემდეგნაირად. როგორც სააკაშვილმა დაამთხვია „ვარდების რევოლუცია“ „გიორგობას“. ხოლო ცხინვალის დაბომბვა - პეკინის ოლიმპიადას, თბილისის „ევრომაიდანი“ (ანუ „უცხოელი აგენტების რევოლუცია“) თავდაპირველად 2024 წლის 26-27 ოქტომბრის ღამეს, საპარლამენტო არჩევნებს დაამთხვიეს. მაგრამ მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა დაესწრო - არჩევნებამდე საქართველოს პარლამენტი იღებს ორ კანონს - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ”, რითაც აიძულა რადიკალური ოპოზიცია „რევოლუცია“ განსაზღვრულ ვადამდე დაეწყო და "გამოფიტულიყო", გაეფლანგათ გამოყოფილი სახსრები, ამიტომაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში არაფერი მომხდარა და საოცარი სიმშვიდე სუფევდა!
შემდეგ თბილისის „ევრომაიდანი“-ის დაწყება 26 დეკემბერს დაიგეგმა და შობა-ახალ წელს დაამთხვიეს. 26 დეკემბერს ევროპის საბჭო გამოაცხადებდა გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და უარს ეტყოდა საქართველოს, რომელმაც ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამო ზემოაღნიშნული კანონები მიიღო. გათვლა მარტივი იყო - ახალი წლის წინ საქართველოს ხელისუფლება და პოლიცია ძნელად თუ მოაწყობდნენ მიტინგების დაშლა პარლამენტის წინ ნაძვის ხის ნაცვლად - აქაოდა, პოლიციელებიც ადამიანები არიან და ჰყავთ შვილები და ოჯახები. შემდეგ მოჰყვება არდადეგები და ძველი სტილით ახალი წელი, როცა ხელისუფლებას ორმაგად გაუჭირდებოდა პოლიციისა და მმართველი პარტიის აქტივის მობილიზება.
ამიტომ, ბიძინა ივანიშვილმა მეორედ დაასწრო - 26 დეკემბრამდე, კერძოდ კი 28 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ - „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“, გადაწყვიტა 2028 წლამდე შეეჩერებინა ევროკავშირთან ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე მსჯელობა და ასევე, 2028 წლამდე, უარი თქვას ყველა საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირისგან. ამგვარად, საქართველომ ერთი თვით დაასწრო ევროკავშირის ვერდიქტს, რომელიც თბილისის „ევრომაიდანის“ მიზეზი უნდა გამხდარიყო და უკვე მეორედ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ აიძულა ოპოზიცია, დაეწყო სახელმწიფო გადატრიალება დათქმულ ვადამდე, და 6-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ გამოფიტულიყო.
ევროკავშირში აშშ-ის მომავალი სპეციალური წარმომადგენლის კიმბერლი ლოუს სიტყვებს თუ დაუჯერებთ, ტრამპის ადმინისტრაცია დაინტერესებულია და ხელს შეუწყობს თბილისსა და მოსკოვს შორის კომუნიკაციების აღდგენას, ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობას. ხოლო ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს კარგად მოეხსენებათ, თუ როგორ უნდა დაიწყონ ეს პროცესი აფიშირების, რეპუტაციული ზიანისა და ამერიკელი შუამავლების გარეშე.
არნო ხიდირბეგიშვილი,
„საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი.
2024 წლის 6 დეკემბერი
საქართველო, თბილისი